მთავარი საქართველოლეგიონერები შოთა არველაძის ,,ფახთაქორმა” სუპერლიგაში მე-2 გამარჯვება იზეიმა

შოთა არველაძის ,,ფახთაქორმა” სუპერლიგაში მე-2 გამარჯვება იზეიმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩში შოთა არველაძის ტაშკენტის ,,ფახთაქორმა” შინ,  ,,ბუხოვო” 3:0 დაამარცხა.

არველაძის შეგირდებმა სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს.

66-ე, 82-ე და 85-ე წუთებზე გოლები სერბმა დუშან სერანმა გაიტანა და მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა.

,,ფახთაქორს” ორი ტურის შემდეგ 6 ქულა გააჩნია და უზბეკეთის სუპერლიგის სათავეში იმყოფება.

შოთა არველაძის გუნდი მორიგ შეხვედრას 14 მარტს, გამართავს.

ტაშკენტელები  ბეკობოდის ,,ნეტალურგს” უმასპინძლებენ.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი