მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ეროვნულ ლიგაში ჩემპიონმა და ვიცეჩემპიონმა ქულები გაიყვეს

ეროვნულ ლიგაში ჩემპიონმა და ვიცეჩემპიონმა ქულები გაიყვეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის” მე-2 ტურის მატჩში ერთმანეთს თბილისისა და ბათუმის ,,დინამოები” დაუპირისპირდნენ.

დედაქალაქში, ,,დინამო არენაზე” გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ შეხვედრაში აჭარლები დაწინაურდნენ.
50-ე წუთზე გოლი თბილისის ,,დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა ჯამბულ ჯიღაურმა გაიტანა.

55-ე წუთზე ბათუმელმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. მსაჯმა კი თბილისელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა.
11-მეტრიანი ზუსტად ნიკა ნინუამ შეასრულა.

დარჩენილ დროში გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო.
განსაკუთრებით კი ამ მხრივ ზღვისპირელები გამოირჩნენ.
თბილისელთა კარი გუნდის მეკარე როინ კვასხვაძემ არაერთხელ გადაარჩინა.

საბოლოოდ, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისა და ვიცეჩემპიონის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ორი ტურის თავზე ორივე ,,დინამოს” 2 ქულა გააჩნია.

,,დინამო” (თბილისი) 1:1 ,,დინამო” (ბათუმი)
59′ ჯიღაური (0-1), 55′ ნინუა პენ. (1-1)

,,თელავი” 1:1 ,,დილა” (გორი)
30′ რუხაძე პენ. (1-0), 89′ სპანდერაშვილი (1-1)
გაძევება: 64′ იენდეუნტი (,,დილა”)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი