მთავარი საქართველოლეგიონერები თემურ ქეცბაიას ,,ანორთოსისმა” მოიგო – თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი გაიტანა

თემურ ქეცბაიას ,,ანორთოსისმა” მოიგო – თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი გაიტანა

ავტორი კახა მიხანაშვილი
26 ნახვა

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატში ფლეი-ოფის მატჩები დაიწყო.

გუნდები ორ ნაწილად გაიყო.
ზედა ექვსეულში მყოფნი ჩემპიონობისა და ევროთასებზე გასასვლელად იბრძოლებენ.

ქვედა ექვსეულის გუნდები კი ლიგაში დასარჩენად იასპარეზებენ.

თემურ ქეცბაიას ,,ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონობისთვის იბრძვის.
ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა შინ, ფამაგუსტაში, ლარნაკას ,,აეკი” 3:0 გაანადგურა.
სამიდან ერთი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. მან მეტოქის კარი 51-ე წუთზე დალაშქრა და ,,ანორთოსისი” წინ 2:0 გაიყვანა.

ოქრიაშვილი ფამაგუსტას კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო. იგი მწვრთნელებმა 81-ე წუთზე შეცვალეს.

თემურ ქეცბაიამ თორნიკეს გარდა სასტარტო თერთმეტეულში გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და ჯანო ანანიძე გამოიყვანა.

ლორიამ და დაუშვილმა მატჩი სრულად ჩაატარეს.
ანანიძემ კი მოედანი 55-ე წუთზე დატოვა.

შეხვედრაში 70-ე წუთზე ნიკა კაჭარავა ჩაერთო.

,,ანორთოსისმა” 3 ქულა მიითვალა და ,,ომონიასთან” ერთად 46-46 ქულით ჩემპიონატის ლიდერი გახლავთ.

თემურ ქეცბაიას გუნდი მორიგ მატჩს 14 მარტს, გასვლაზე, ,,აპოელთან” ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი