მთავარი მსოფლიოგერმანია ,,ბაიერნის” 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ბუნდესლიგაში – ბავარიელებმა ,,აუგსბურგი” დაამარცხეს

,,ბაიერნის” 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ბუნდესლიგაში – ბავარიელებმა ,,აუგსბურგი” დაამარცხეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურის მატჩში მიუნხენის ,,ბაიერნმა” ,,აუგსბურგი” 2:0 დაამარცხა და ბავარიელთა წაუგებელმა სერიამ 11 შეხვედრას შეადგინა.

ბოლოს ბუნდესლიგაში ,,რეკორდმეისტერი” 2019 წლის 7 დეკემბერს ,,მიუხენგლადბახთან” დამარცხდა.

დღეს, კი ,,ალიანს არენაზე” გამართულ დაპირისპირებაში ,,ბაიერნს” ,,აუგსბურგმა” წინააღმდეგობა, მხოლოდ პირველ ნახევარში გაუწია.

მეორე ტაიმში კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ბავარიელებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

53-ე წუთზე თომას მიულერმა ჯერომ ბოატენგის პასით იხეირა.

მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში კი სეტჟ გნაბრის პასი ლეონ გორეცკამ შეირგო.

,,ბაიერნმა” აქტივში 3 ქულა ჩაიწერა და მე-2 ადგილზე მყოფი ,,დორტმუნდი” 4 ქულით ჩამოიტოვა.
ამ დროისთვის მიუნხენელებს 55 ქულა აქვთ, ხოლო ,,ბორუსიას” 51 ქულა გააჩნია.

,,ბაიერნი” 2:0 ,,აუგსბურგი”
53′ მიულერი (1-0), 90+1′ გორეცკა (2-0)

,,მაინცი” 1:1 ,,დიუსელდორდი”
62′ ოზტუნალი (1-0), 85′ კარამანი (1-1)
გაძევება: 77′ მატეტა (,,მაინცი”)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი