მთავარი მსოფლიო6 ერი საფრანგეთმა შოტლანდიასთან წააგო – 6 ერის მამები ჩიხში მოექცნენ

საფრანგეთმა შოტლანდიასთან წააგო – 6 ერის მამები ჩიხში მოექცნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
50 ნახვა

ევროპის ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ტურნირი 6 ერის გათამაშება უკიდურესად დაიძაბა.

ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონობის თეორიული შანსი  ერთბაშად, ოთხ  გუნდს გააჩნია.

ჩემპიონატის მიმდინარეობაზე კორონავირუსმა დიდი გავლენა იქონია.
გადაიდო ირლანდიისა და იტალიის, ასევე იტალიისა და ინგლისის შეხვედრები.

ამ მატჩების ჩატარების თარიღი უცნობია  და შესაბამისად, გაურკველია  დასრულდება თუ არა საერთოდ ჩემპიონატი.

მე-4 ტურში საფრანგეთის ნაკრები ედიმბურგის ,,მარიფილდის” სტადიონზე შოტლანდიასთან 17:28 დამარცხდა და ჩემპიონობის ნაადრევად, მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა.

ამ დროისთვის ინგლისსა და საფრანგეთს 13-13 ქულა გააჩნიათ და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.
შოტლანდიის საჩემპიონო შანსი ძალიან მინიმალურია. სკოტები ჩემპიონები, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებიან, თუ იტალია : ინგლისის შეხვედრა არასდროს გაიმართება.
ირლანდია სტუმრად, საფრანგეთს დაამარცხებს და რაც მთავარია თვითონ აწ უკვე ჩემპიონობა დაკარგულ უელსს მოუგებენ.

ირლანდიელებს კი საფრანგეთის სტუმრად, დამარცხება მართებთ და იტალიასთან გადადებული მატჩის ჩატარება აუცილებლად, ესაჭიროვება.

ყველაზე რეალური ინგლისის ჩემპიონობაა. თუ ოდესმე ,,ვარდებისა” და იტალიის შეხვედრა გაიმართა, ლაპარაკი ზედმეტია, რომ მსოფლიოს თასის ფინალისტები აუტსაიდერ იტალიას სასურველი ანგარიშით მოუგებენ.

მოკლედ, კორონავირუსმა 6 ერის ორგანიზატორებს ძალიან დიდი თავსატეხი გაუჩინა.
ახლა მათ მრგვალ მაგიდასთან დასხდომა და ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის გზების ძიება მოუწევთ.
ფაქტია, თუ ყველა მატჩი არ გაიმართა ჩემპიონი ვერ გამოვლინდება.

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილი ასეთია:
1.ინგლისი  4 3 0 1 87-72 13
2.  საფრანგეთი 4 3 0 1 103:90 13
3.შოტლანდია 4 2 0 2 63:49 10
4. ირლანდია 3 2 0 1  55:50 9
5. უელსი 4 1 0 3 109:84 7
6. იტალია 3 0 0 3 22:94 0

14 მარტი
უელსი : შოტლანდია
იტალია : ინგლისი (გადაიდო)

15 მარტი
საფრანგეთი : ირლანდია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი