მთავარი მსოფლიოიტალია ,,იუვენტუსმა” ,,ინტერს” სძლია და სერია ა-ს ლიდერობა დაიბრუნა

,,იუვენტუსმა” ,,ინტერს” სძლია და სერია ა-ს ლიდერობა დაიბრუნა

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

სერიას ა-ში გადადებული ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა.

ტურინში, ,,ალიანს სტედიუმზე” ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები ,,იუვენტუსი” და ,,ინტერი” დაუპირისპირდნენ.

,,ბებერმა ქალბატონმა” შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.

ანგარიში 55-ე წუთზე უელსელმა აარონ რემსიმ გახსნა. საგოლე პასი პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრისტიანუ რონალდუმ მიითვალა.

67-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა არგენტინელმა პაბლო დიბალა სხვაობა ორამდე გაზარდა.
დიბალას საგოლე გადაცემა აარონ რემსიმ გაუკეთა.

დარჩენილ დროში ანტონიო კონტეს შეგირდები ბევრს ეცადნენ, თუმცა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა, ვერ მოახერხეს.

ამ გამარჯვებით ტურინის ,,იუვენტუსმა” სერია ა-ს ლიდერობა დაიბრუნა.
ამჟამად, ,,ბებერ ქალბატონს” 63 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზე მყოფ რომის ,,ლაციოს” ერთი ქულით უსწრებს.

,,ინტერი” ლიდერებს გვარიანად ჩამორჩა. მილანელების 54 ქულა აქვთ და მე-3 პოზიციას იკავებენ.

,,იუვენტუსი” 2:0 ,,ინტერი”
55′ რემსი (1-0), 67′ დიბალა (2-0)
გაძევება: 80′ პადელი (,,ინტერი”)

,,იუვენტუსი”: სჩესნი, კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო (78′ დე ჩილიო), რემსი, ბენტანკური, მატუიდი, დუგლას კოშტა (59′ დიბალა), იგუაინი (80′ ბერნანდეში), რონალდუ
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო სარი

,,ინტერი”: ჰანდანოვიჩი, სკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი, კანდრევა (74′ გალიარდინი), ვეკინო, ბროზოვიჩი, ბარელა (59′ ერიქსენი), იანგი, მარტინესი, ლუკაკუ (77′ ალექსი სანჩესი)
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი