მთავარი მსოფლიოესპანეთი ,,რეალმა” ,,ბეტისთან” წააგო და ლა ლიგაში ლიდერობა დაკარგა

,,რეალმა” ,,ბეტისთან” წააგო და ლა ლიგაში ლიდერობა დაკარგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა” სტუმრად, სევილიაში, ,,ბეტისთან” 1:2 წააგო და  წინა ტურში ,,ბარსელონასთან” გამარჯვების შემდეგ მოპოვებული ლიდერობა დაკარგა.

,,ბენიტო ვილამარინის” სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში მასპინძლები ბრაზილიელი სიდნეის გოლით მე-40 წუთზე დაწინაურდნენ. სამხრეთ ამერიკელს გოლის გატანაში ფრანგი ნაბილ ფეკირი დაეხმარა.

პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ,,რეალის” სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა.

11-მეტრიანის ნიშნულთან ქარიმ ბენზემა მივიდა. ფრანგმა ფორვარდმა შანსი გამოიყენა და სევილიელებს გოლი გასახდელში გაატანა.

დაპირისპირების ბედი მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე გაირკვა.

82-ე წუთზე გამარჯვების გოლი ,,ბეტისის” ფორვარდმა კრისტიან ტელომ გაიტანა.

,,სამეფო კლუბს” ამ მარცხის შემდეგ 56 ქულა დარჩა და მტერ-მეტოქე ,,ბარსელონას” 2 ქულით ჩამორჩება.

,,ბეტისი” 2:1 ,,რეალი”
40′ სიდნეი (1-0), 45+3′ ბენზემა პენ. (1-1), 82′ ტელო (2-1)

,,ოსასუნა” 1:0 ,,ესპანიოლი”
51′ ტორესი პენ. (1-0)
გაძევება: 83′ ლოპესი (,,ესპანიოლი”)

,,ვალიადოლიდი” 1:4 ,,ბილბაო”
4′ ლოპესი (0-1),24′ გარსია (0-2), 76′ რამირესი (1-2), 88′ უილიამსი (1-3), 90+3′ კორდობა (1-4)

,,ლევანტე” 1:1 ,,გრანადა”
11′ როხერი (1-0), 60′ მაჩისი (1-1)

,,ვილიარეალი” 1:2 ,,ლეგანესი”
5′ მორენო (1-0), 47′ 70′ პენ. ოსკარი (1-1, 1-2)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი