მთავარი საქართველოდიდი ათი ,,ლელომ” ,,ბათუმი” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა – დიდ 10-ში ორხელისუფლებიანობა დამყარდა

,,ლელომ” ,,ბათუმი” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა – დიდ 10-ში ორხელისუფლებიანობა დამყარდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატ ,,ლიდერბეთ დიდი 10″-ის მე-14 ტურში ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები ,,ბათუმი” და ,,ლელო სარანსენსი” დაუპირისპიდნენ.

ბათუმში გამართული ორთაბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა.
შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე ირაკლი ყიასაშვილის ჯარიმით გადაწყდა.

,,ლელოს” ფულბეკმა ჯარიმა იმ დროს გაიტანა, როდესაც ანგარიში 18:18 იყო.
თბილისელებმა  21:18 მოიგეს და დიდ 10-ში ,,ბათუმთან” ერთად ლიდერის მანტია მოისხეს.

მივყვეთ თამაშს თანმიმდევრობით.
აჭარლებმა მატჩში ანგარიში მე-17 წუთზე გასხნეს. ჯარიმა ბექა ურჯუკაშვილმა გაიტანა 3:0.

33-ე და 36-ე წუთებზე ჯარიმები იდეალურად ირაკლი ყიასაშვილმა შეასრულა და ,,ლელო” წინ 6:3 გაიყვანა.

პირველი ტაიმი ზღვისპირელებმა 10:6 მოიგეს.
ტაიმის მიწურულს ლელო გიორგი ყანდაურაშვილმა დადო. გარდასახვა კი ბექა ურჯუკაშვილმა გამოიყენა.

47-ე წუთზე ურჯუკაშვილმა ჯარიმიდან სხვაობა 3 ქულით გაზარდა და 13:6 ანგარიში დააფიქსირა.

67-ე წუთზე ლეგენდარულმა ქართველმა მორაგბემ მერაბ კვირიკაშვილმა იხეირა.  საქართველოს ნაკრების ცენტურიონმა ბურთი ბათუმელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა13:11.

73-ე წუთზე ლელო  ,,ბათუმის” მორაგბემ ხვიჩა ბუჯიაშვილმა გაიტანა. გარდასახვისას ურჯუკაშვილმა ვერ იხეირა 18:11.

77-ე წუთზე ,,ლელომ” წონასწორობა აღადგინა.
მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ბექა მამუკაშვილმა დაამიწა. გარდასახვისას კი ბურთი ძელებს შორის ზუსტად ირაკლი ყიასაშვილმა გააძვრინა.

ბოლოს კი იყო ის ჯარიმა, რომელმაც ,,ლელოს” 4 ქულა და ლიდერობა მოუტანა.

მატჩში ზღისპირელებმა 7-ზე ნაკლები ქულით წაგების გამო  ბონუს-ქულა  აიღეს და ,,ლელო-სარასენსის” მსგავსად 48 ქულა აქვთ.   ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგით თბილისელებს გააჩნიათ და პირველ ადგილზეც ისინი არიან.

,,ბათუმი” 18:21 ,,ლელო”

,,ბათუმი”: 2 ლელო- ყანდაურაშვილი, ბუჯიაშვილი
გარდასახვა,: ურჯუკაშვილი
2 ჯარინა: ურჯუკაშვილი (2)

,,ლელო”: 2 ლელო –  კვირიკაშვილი, მამუკაშვილი
გარდასახვა: ყიასაშვილი
3 ჯარიმა: ყიასაშვილი (3)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი