მთავარი მთავარი ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მე-2 მარცხი იწვნია

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მე-2 მარცხი იწვნია

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა მე-2 ორთაბრძოლა წააგო.

ჩვენებური ექს-ოძეკი მე-11 მაეგაშირა იაპონელ ჩიოტაირიუსთან დამარცხდა.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა ლევან გორგაძეს ოშიდაშით სძლია.

მარტის ბაშოზე ტოჩინოშინი მე-9 მაეგაშირას წოდებით გამოდის და რანგით კიდევ უფრო, რომ არ დაქვეითდეს კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის დაფიქსირება აუცილებლად, ესაჭიროვება.
ამ ყველაფრის მისაღწევად, კი 8 გამარჯვებაა საჭირო.

ხვალ, ლევან გორგაძე დოჰიოზე მესამე ბრძოლას მე-8 მაეგაშირა კირიბაიამასთან ჩაატარებს.
მონღოლ რიკიშის ამ დროისთვის ერთი მოგების წილ, ერთი მარცხი გააჩნია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი