მთავარი მთავარი ლეგენდარულმა იოკოძუნა ჰაკუჰომ ჰარუ ბაშოზე მე-2 გამარჯვება იზეიმა – იოკოძუნა კაკურიუ დამარცხდა

ლეგენდარულმა იოკოძუნა ჰაკუჰომ ჰარუ ბაშოზე მე-2 გამარჯვება იზეიმა – იოკოძუნა კაკურიუ დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
39 ნახვა

სუმოს სამშობლო იაპინიაში მიმდინარე წლის მე-2 სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე მე-2 დღის ბრძოლები გაიმართა.

ლეგენდარულმა იოკოძუნა ჰაკუჰომ მე-2 გამარჯვება მოიპოვა.

,,თეთრმა ფენიქსმა” პირველი მაეგაშირა დაეიეშო სუკუინაგეს ილეთით დაამარცხა.

ჰაკუჰოს 2 დღის შემდეგ 2 მოგება გააჩნია.

მეორე მონღოლმა იოკოძუნა კაკურიუმ კომოსუბი ჰოკუტოფუჯისთან ვერაფერი გააწყო და ორთაბრძოლა ოკურიტაოშით დათმო.
კაკურიუს თანაბარი ბალანსი 1-1 აქვს.

მეორე დღე წარუმატებელი აღმოჩნდა ერთადერთი ოძეკის ტაკაკეიშოსთვისაც.
ტაკაკეიშოს ძლევა მე-2 მაეგაშირა ოკინოუმიმ მოახერხა.

მიჯრით მე-2 გამარჯვება მოიპოვა სეკივაკე ასანოიამამ. ოძეკის წოდებისთვის მებრძოლმა რიკიშიმ მე-2 მაეგაშირა ტოკუშორიუს უვატედაშინაგეთი სძლია.
ასამოიამა თუ მიმდინარე ტურნირზე მინიმუმ, 12 ბრძოლას მოიგებს ოძეკის რანგში აღზევდება.

ხვალ, ჰაკუჰო მორიგი გამარჯვების მოპოვებას ექს-ოძელი ტაკაიასუსთან შეეცდება.

კაკურიუ ხასიათის გამოსწორებას მე-2 მაეგაშირა ოკინოუმისთან ცდის.

ტაკაკეიშის მოწინააღმდეგე კომოსუბი ენდო იქნება.

ასანოიამა ურთიერთობას პირველ მაეგაშირა დაეიეშოსთან გაარკვევს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი