მთავარი მსოფლიო6 ერი 6 ერის ყველა მატჩი გადაიდო

6 ერის ყველა მატჩი გადაიდო

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

კორონავირუსის საშიშროების გამო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 6 ერის ყველა მატჩი გადაიდო.

ეს გადაწყვეტილება 6 ერის სარაგბო კავშირებს შორის სატელეფონი საუბრების შედეგად იქნა მიღებული.

6 ერის გათამაშებაზე ბოლო ტურის მატჩები  იყო დარჩენილი, თუმცა მანამდე იტალიის ნაკრების ერთი  შეხვედრაც ირლანდიასთან არ ჩატარებულა.

ტურნირის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ გადადებული შეხვედრები აუცილებლად გაიმართება.

მატჩების ჩატარების თარიღად  31 ოქტომბერი სახელდება.

ამ დროისთვის ტურნირზე 4 ტურის შემდეგ სიტუაცია ასეთია:

1.ინგლისი  4 3 0 1 87-72 13
2.  საფრანგეთი 4 3 0 1 103:90 13
3.შოტლანდია 4 2 0 2 63:49 10
4. ირლანდია 3 2 0 1  55:50 9
5. უელსი 4 1 0 3 109:84 7
6. იტალია 3 0 0 3 22:94 0

14 მარტი
უელსი : შოტლანდია (გადაიდო)
იტალია : ინგლისი (გადაიდო)

15 მარტი
საფრანგეთი : ირლანდია  (გადაიდო)

6 ერის მონაწილე ქვეყნებიდან კორონავირუსი ყველაზე მეტად იტალიაშია გავრცელებული.
აპენინებზე ამ დროისთვის ინფიცირების 7375 ფაქტია დაფიქსირებული.
366 ადამიანი კი ვერაგული ვირუსის გამო გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში იტალიამ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთსაც გადააჭარბა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი