მთავარი მთავარი ინდიანა უელსის საჩოგბურთო ტურნირი გადაიდო

ინდიანა უელსის საჩოგბურთო ტურნირი გადაიდო

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

ამერიკაში გასამართი ინდიანა უელსის საჩოგბურთო ტურნირი კორონავირუსის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

კალიფორნიის შტატის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტმა კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ტურნირის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღევანდელ სიტუაციაში მასტერსის ჩატარება წარმოუდგენელია, რადგან მონაწილეთა და მაყურებელთა უსაფრთხოების ნორმების დაცვა არ არის შესაძლებელი.

ინდიანა უელსის ტურნირის ხელმძღვანელები მასტერსის სხვა ვადებში ჩატარების შესაძლებლობას განიხილავენ.

ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირისის 566 შემთხვევაა გამოვლენილი.
დაავადებას კი 22 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დღეს, ამერიკაში კორონავირუსის, კიდევ 25 შემთხვევა დაფიქსირდა.

ინდიან უელსში მამაკაცთა და ქალთა ტურნირი 12-22 მარტს უნდა გამართულიყო.

ტურნირზე ჩემპიონის რანგში ავსტრიელი დომინიკ ტიმი და კანადელი ბიანკა ვანესა ანდრეესკუ უნდა გამოსულიყვნენ.

ინდიანა უელსის საჩოგბურთო ტურნირი 1974 წლიდან ტარდება.

მამაკაცებში ყველაზე მეტ 5-ჯერ ჩემპიონები  ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდნენ.

გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტული ყველაზე მეტჯერ ლინდსი
დევენპორტმა მოიპოვა. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ჩემპიონის თასი 6-ჯერ აღმართა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი