მთავარი მთავარი ელინა სვიტოლინა მონტერეის ტურნირის ჩემპიონია

ელინა სვიტოლინა მონტერეის ტურნირის ჩემპიონია

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

მექსიკის ქალაქ მონტერეიში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირი WTA-ს რეიტინგის მე-5 ჩოგანის უკრაინელი ელინა სვიტოლინას ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

სვიტოლინამ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ჩეხ მარიე ბუზკოვას სძლია.

3-საათიან დრამატულ დაპირისპირებაში უკრაინელმა ჩოგბურთელმა 7:5, 4:6, 6:4 გაიმარჯვა.

ელინა სვიტოლინამ გზად ფინალამდე მონტენეგროელი დანკა კოვინიჩი,  ბელარუსი ოლგა გოვორცოვა,  კანადელი ლეილა ანი ფერნანდესი და ნიდერლანდელი არანტქსა რუსი დაამარცხა.

მონტერეის ტურნირი ისტორიაში პირველად ჩატარდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი