მთავარი მთავარი ჩემპიონთა ლიგაზე ჟოზე მაურინიო გერმანიაში გამარჯვებისთვის,  ,,ატალანტა” 1/4 ფინალის საგზურის გადანაღდებლად იბრძოლებს

ჩემპიონთა ლიგაზე ჟოზე მაურინიო გერმანიაში გამარჯვებისთვის,  ,,ატალანტა” 1/4 ფინალის საგზურის გადანაღდებლად იბრძოლებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩები შედგება.

გერმანიაში ერთმანეთს ,,ლაიპციგი” და ლონდონის ,,ტოტენჰემ ჰოსპური” დაუპირისპირდებიან.

ამ გუნდების პირველი მატჩი ბრიტანეთის დედაქალაქში ჟოზე მაურინიოს გუნდის მარცხით 0:1 დასრულდა.

,,ლაიპციგი”  შეხვედრას საბრძოლო შემადგენლობით ჩაატარებს.  მათ მხოლოდ უნგრელი ვილი ორბანი დააკლდებათ.
გერმანიის ბუნდესლიგაში ,,ლაიპციგმა” ,,ვოლფსბურგთან” ფრედ 0:0 ითამაშა და 50 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.

,,ტოტენჰემის” საქმეები არც თუ ისე კარგად მიდის.
გერმანულ გუნდთან წაგების შემდეგ ,,მამლებმა” 4 თამაში ჩაატარეს და 3 შეხვედრა წააგეს. ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

მაურინიოს გუნდის ლაზარეთში   ჰარი კეინი, უელსელი ბენ დევისი, ფრანგი მუსა სისოკო და  სამხრეთ კორეელი ჰონგ-მინ სონი იმყოფებიან.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობა ასეთი იქნება:

,,ლაიპციგი” (გერმანია) : ,,ტოტენჰემი” (ინგლისი)

,,ლაიპციგი”: გულაში, კლოშტერმანი, უპამეკანო, ჰალშტენბერგი, ადამსი, ლაიმერი, ზაბიცერი, ანგელინო, ვერნერი, სჩიკი, ნკუნკუ
მთავარი მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

,,ტოტენჰემი”: ლორისი, ურიე, ალდერვეირელდი, სანჩესი, დაიერი, ვერტონგენი, ვინკსი, ლო სელსო, ლამელა, ლუკას მოურა, ალი
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მაურინიო

იტალიურმა კლუბმა ბერგამოს ,,ატალანტამ” შინ, პირველ მატჩში ,,ვალენსია” 4:1 გაანადგურა და 1/4 ფინალის საგზური ფაქტობრივად, გაინაღდა.

პირველი თამაშის შემდეგ ,,ატალანტამ” ,,ლეჩეს” 7:2 მოუგო.
იმ შეხვედრაში ჰეთთრიკი კოლუმბიელმა დუვან ზაპატამ შეასრულა.
თითო გოლი სლოვენიელმა იოსიპ ილიჩიჩმა, კოლუმბიელმა ლუის მურიელმა და უკრაინელმა რუსლან მალინოვსკიმ გაიტანეს.

,,ატალანტას” სერია ა-ში 70 გოლი აქვს გატანილი და მე-4 ადგილზე მყოფი ლიგაზე გასასვლელად იბრძვის.

,,ვალენსია” კი ლა ლიგაში მე-7 ადგილზე გახლავთ.
მათ პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში ფრედ 1:1 ითამაშეს.
იმ თამაშში გოლი დანიელ პარეხომ გაიტანა.

,,ღამურები” ,,ატალანტასთან” მატჩს მთელი რიგი პრობლემებით ხვდებიან.

ესპანურ გუნდს ბრაზილიელი გაბრიელი, არგენტინელი გარაი, ურუგვაელი მაქსიმილიანო გომესი,  ფრანგი მანგალა და იტალიელი კრისტინო პიჩინი დააკლდება.

ეს გუნდები ისტორიაში 2-ჯერ არიან შეხვედრილები და ორივე მატჩში ,,ატალანტამ” მოიგო.

გუნდები სავარაუდოდ ერთმანეთს ასეთი შემადგენლობით შეხვდებიან:

,,ვალენსია” (ესპანეთი) : ,,ატალანტა” (იტალია)

,,ვალენსია”: კილესენი, გაია, დიახაბი, კოქუელინი, ვასი, გუედესი, პარეხო, კონდობია, ფერანი, როდროგო, გამეირო
მთავარი მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

,,ატალანტა”: გოლინი, პალომინო, კალდარა, ჯიმშიტი, ჰატებოერი,  დე რუნი, ფრეულერი, გოსენსი, გომესი, ილიჩიჩი, ზაპატა
მთავარი მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ორივე შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი