მთავარი მთავარი საქართველოს  წინააღმდეგ ბელარუსის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს  წინააღმდეგ ბელარუსის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ერთა ლიგის 1/2 ფინალში საქართველოსთან მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ამჟამად მარხელის განკარგულებაში 35 ფეხბურთელი იმყოფება. ბელარუსიის ნაკრების თავკაცი, აქედან  საუკეთესო 23 მოთამაშეს შეარჩევს.

ნაკრებში გამოძახებულია გუნდის კაპიტანი, „კრასნოდარის“ ფეხბურთელი  ალექსანდრ მარტინოვიჩი, რომელსაც ტრავმა აწუხებს და ქართველებთან თამაშს დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს.

ბელარუსის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ალეკსანდრ ხუტორი (სოლიგორსკის შახტიორი), პაველ პავლიუჩენკო (ბრესტის დინამო), ეგორ ხაცკევიჩი (ისლოჩი, მინსკი), ანტონ ჩიჩკანი (ბორისოვოს ბატე)

მცველები: სერგეო პოლიტევიჩი, სერგეი მატვეიჩეიკი, იგორ ბურკო (სამივე – სოლიგორსკის შახტიორი), დენის პოლიაკოვი, ნიკოლაი ზოლოტოვი (ორივე – ურალი, რუსეთი), ნიკიტა ნაუმოვი (ჟეტისუ, ყაზახეთი), ალეკსანდრ პავლოვეცი (ბრესტის დინამო), მაკსიმ შვეცოვი (მინსკის დინამო), სერგეი კარპოვიჩი (ისლოჩი, მინსკი), ალეკსანდრ მარტინოვიჩი (კრასნოდარი, რუსეთი)

ნახევარმცველები: სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნეხაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი, დმიტრი ბაგა (ყველა –ბორისოვოს ბატე), სერგეი კისლიაკი, მიხაილ გორდეიჩუკი, პაველ სავიცკი (სამივე – ბრესტის დინამო), ივან მაევსკი, მაკს ებონგი (ორივე – ასტანა, ყაზახეთი), იური კენდიში, დმიტრი პოდსტრელოვი (ორივე –სოლიგორსკის შახტიორი), ივან ბახარი, ვლადისლავ კლიმოვიჩი (ორივე – მინსკის დინამო), ნიკიტა კორზუნი (ვილაფრანკენშე, პორტუგალია), იური კოვალევი (არსენალი, რუსეთი)

ფორვარდები: დენის ლაპტევი (ბრესტის დინამო), მაკსიმ სკავიში, ანტონ საროკა (ორივე – ბორისოვოს ბატე), ვიტალი ლისაკოვიჩი (სოლიგორსკის შახტიორი), ილია შკურინი (ცსკა, რუსეთი)

საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 26 მარტს, თბილისში, , ,დინამო არენაზე” შედგება.

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას  შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარების მოთხოვნით მიმართა.
მათ ცარიელ ტრიბუნებზე თამაში საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის გამო სურთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ დაავადების 15 შემთხვევაა გამოვლენილი და ჩვენი ქვეყანა მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებში არ გახლავთ. აქედან გამომდინარე ბელარუსთა მოთხოვნა უსაფუძვლოა და იმედია, უეფაც ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ბელარუსის ნაკრებს ქვეყნის მთავრობა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის სანაცვლოდ 7 000 000 დოლარს დაპირდა, რაც მათთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

საქართველო ბელარუსის შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი ერთა ლიგის ფინალში კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის საუკეთესოს შეხვდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი