მთავარი მთავარი ჟოზე მაურინიო: ,,გაინტერესებთ, როგორ აპირებს ჩემი გუნდი გოლების გატანას ჰარი კეინისა და სონის გარეშე? შეიძლება ჩვენთვის  ,,ლაიფციგის” ფეხბურთელებმაც გაიტანონ”

ჟოზე მაურინიო: ,,გაინტერესებთ, როგორ აპირებს ჩემი გუნდი გოლების გატანას ჰარი კეინისა და სონის გარეშე? შეიძლება ჩვენთვის  ,,ლაიფციგის” ფეხბურთელებმაც გაიტანონ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის  განმეორებითი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლონდონის ,,ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ ისაუბრა.

პორტუგალიელი სპეციალისტი აღიარებს, რომ მისი გუნდი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას და სტუმრად, გერმანიაში ,,ლაიფციგის” სასურველი ანგარიშით  დამარცხება იოლი საქმე არ იქნება.

მაურინიოს თავისი შეგირდების სჯერა და ფიქრობს, რომ მათ ასეთი თამაშების მოგება შეუძლიათ.

მაურინიომ იხუმრა, რომ კეინისა და სონის  გარეშე დარჩენილ მის გუნდს გოლის გატანაში ,,ლაიპციგის” ფეხბურთელები დაეხმარებიან.

ჟოზე მოურინიო: ,,გერმანიაში ურთულესი შეხვედრა გვექნება.  ალბათ გაინტერესებთ, როგორ აპირებს ჩემი გუნდი გოლების გატანას ჰარი კეინისა და სონის გარეშე? გულწრფელად გეტყვით ეგ მეც მაინტერესებს.  თუ ჩვენ ვერაფერი გამოგვივიდა შეიძლება ჩვენთვის  ,,ლაიფციგის” ფეხბურთელებმაც გაიტანონ.

ფაქტია, ,,ტოტენჰემმა” 1/4 ფინალში გასასვლელად ფანტასტიკურად უნდა ითამაშოს.  გუნდური თამაში უნდა ვაჩვენოთ და თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯოს.  ბიჭების მწამს და ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია“- აცხადებს ჟოზე მაურინიო.

,,ტოტენჰემისა” და ,,ლაიფციგის” 1/8 ფინალის პირველი მატჩი გერმანულმა კლუბმა 1:0 მოიგო.

დღეს, კი მათი განმეორებითი ორთაბრძოლა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი