მთავარი მთავარი იოკოძუნა ჰაკუჰომ ჰარუ ბაშოზე მოგებები გაასამა

იოკოძუნა ჰაკუჰომ ჰარუ ბაშოზე მოგებები გაასამა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე სუმოს წლის მე-2 სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე წარმატებულ გამოსვლას ლეგენდარული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო აგრძელებს.

,,თეთრმა ფენიქსმა” მიჯრით მე-3 გამარჯვება ექს-ოძეკი ტაკაიასუსთან მოიპოვა.

ჰაკუჰომ იაპონელი რიკიში დოჰიოდან იორიკირით გადადგა.
იმპერატორის თასის 43-გზის მომპოვებელ ყველა დროის საუკეთესო რიკიშის ამ დროისთვის ბაშოზე წაგება არ გააჩნია.

მარტის ბაშოზე მესამე გამარჯვება იზეიმა სეკივაკე ასანოიამამაც.
ოძეკის წოდებისთვის მებრძოლმა სუმიტორმა პირველი მაეგაშირა დაიეიშო ოშიდაშით დაამარცხა.

ორთაბრძოლები მოიგეს და 2:1 ბალანსი იოკოძუნა კაკურიუს და ოძეკი ტაკაკეიშოს აქვთ.

კაკურიუმ მე-2 მაეგაშირა ოკინოუმის დოჰიოდან გაყვანა იორიკირით შეძლო.
ტაკაკეიშომ კი კომოსუბი ენდოს ცუკიდაშით სძლია.

ხვალ, ჰაკუჰო წარმატებული სერიის გაგრძელებას მე-2 მაეგაშირა ოკინოუმისთან შეეცდება.

იოკოძუნა კაკურიუ ურთიერთობას პირველ მაეგაშირა ტაკაიასუსთან გაარკვევს.

ასანოიამას მოწინააღმდეგე კომოსუბი ჰოკუტოფუჯი იქნება.

ოძეკი ტაკაკეიშო კი პირველ მაეგაშირა დაეიეშოს შეერკინება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი