მთავარი მთავარი კორონავირუსმა თბილისის გრან-პრიც იმსხვერპლა

კორონავირუსმა თბილისის გრან-პრიც იმსხვერპლა

28 ნახვა

უკვე არაერთი სპორტული ღონისძიება ჩაიშალა თუ გადაიდო მსოფლიოში კორონავირუსის საფრთხის გამო და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ძიუდოა.  ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით მარტსა და აპრილში დაგეგმილი ძიუდოს მსოფლიო ტურის ყველა ღონისძიება გაუქმდა.

ჩვენდა სამწუხაროდ ეკატერინბურგის გრან-სლემისა და ანტალიის გრან-პრისთან ერთად გაუქმებულ ღონისძიებათა შორისაა თბილისის გრან-პრიც, რომელიც ამ თვის 27-29 რიცხვებში უნდა გამართულიყო.

რაც შეეხება ოლიმპიურ თამაშებს, ჯერჯერბოთ დაზუსტებულ პასუხს ვერ იძლევიან ჩატარდება თუ არა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი