მთავარი მთავარი “იმედია, მოგვეცემა საშუალება თბილისის გრან-პრის მეშვიდედ ვუმასპინძლოთ” – გიორგი ათაბეგაშვილი

“იმედია, მოგვეცემა საშუალება თბილისის გრან-პრის მეშვიდედ ვუმასპინძლოთ” – გიორგი ათაბეგაშვილი

50 ნახვა

“ჯერჯერობით უცნობია, თბილისის გრან-პრი წელს გაიმართება თუ არა. მისი არგამართვა ჩვენთვის დიდი დარტყმაა, თუმცა, იმედია, პრობლემა მთელს მსოფლიოში მალე მოგვარდება და მოგვეცემა საშუალება, თბილისის გრან-პრის მეშვიდედ ვუმასპინძლოთ” – ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის საფრთხის გამო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით 30 აპრილამდე გასამართი ძიუდოს მსოფლიო ტურის ყველა ღონისძიება გაუქმდა.

“თბილისის გრან-პრი მეშვიდედ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის საფრთხის გამო, საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, 30 აპრილამდე გასამართი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ყველა ტურნირი გაუქმებულიყო. არადა, წელს 90 ქვეყნის ათასამდე სტუმარი დარეგისტრირდა, მათ შორის, 700-მდე მონაწილე. ჯერ-ჯერობით უცნობია, თბილისის გრან-პრი წელს გაიმართება თუ არა. მისი არგამართვა ჩვენთვის დიდი დარტყმაა, თუმცა, იმედია, პრობლემა მთელს მსოფლიოში მალე მოგვარდება და მოგვეცემა საშუალება თბილისის გრან-პრის მეშვიდედ ვუმასპინძლოთ” – განაცხადა პირველ არხთან გიორგი ათაბეგაშვილმა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი