მთავარი მსოფლიოესპანეთი ესპანეთის ჩემპიონატის მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ესპანეთის ჩემპიონატის მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

რამდენინე წუთის წინ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების საგრძნობლად, მომატების გამო პრიმერა დივიზიონის შეხვედრების უმაყურებლოდ, გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

ესპანური ფეხბურთის მამების გადაწყვეტილებით ლა ლიგის 25-ე და 26-ე ტურის მატჩები ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩატარდება.

იგივე შეზღუდვა სეგუნდა დივიზიონსაც დაუწესდა.

ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 1512 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 281 ადამიანს დაავადება ბოლო საათებში აღმოაჩნდა.
სულ კი კორონავირუსს 35 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი