მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი კორონავირუსი ძალოსნობასაც შეეხო – რუსეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატი გადაიდო

კორონავირუსი ძალოსნობასაც შეეხო – რუსეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატი გადაიდო

ავტორი კახა მიხანაშვილი
41 ნახვა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გასამართი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო გადაიდო. ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ ევროპის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ავრცელებს.

კონტინენტის პირველობა 13-21 აპრილს, უნდა გამართულიყო.

ევროპის ძალოსნობის ფედერაციას გადაწყვეტილებით ევროპირველობა 13-21 ივნისს, ჩატარდება.

კორონავირუსის გავრცელების მხრივ რუსეთი წითელ ზონაში არ იმყოფება.
ამ ქვეყანაში დაავადების 20 შემთხვევაა დაფიქსირებული.

თუმცა ევროპაში კორონავირუსი მძვინვარებს.  მაღალი რისკის ზონაში განსაკუთრებით, იტალიაა მოქცეული.

აპენინებზე ვერაგული ვირუსით დაავადებულთა რიცხვი დღითიდღე მატულობს.  იტალია ჩინეთის შემდეგ კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი