მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრები ისრაელთან განადგურდა

საქართველოს ნაკრები ისრაელთან განადგურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
37 ნახვა

ევროპის შესარჩევი ტურნირის მატჩში საქართველოს გოგონათა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სტუმრად, ისრაელთან 0:4 წააგო.

ებრაელმა მანდილოსნებმა პირველ ტაიმში ქართველებს ერთი გოლი გაუტანეს.
მე-13 წუთზე თეონა სუხაშვილის კარი შირა ელინავმა დალაშქრა.

მეორე ნახევარში ისრაელმა სამიდან ორი გოლი პენალტით გაიტანა.
ერთ შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნინო სუთიძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

62-ე წუთზე პენალტი ლი ფალკონმა გამოიყენა.

მე-80 წუთზე 11-მეტრიანის ნიშნულიდან მიზანს მარიან ავადმა უწია.

ავტოგოლი კი შეხვედრის ბოლო წუთზე გავიდა.

საქართველოს ნაკრებს განვლილი 7 ტურის შემდეგ 2 გოლი აქვს გატანილი და 36 მიღებული. ქართველები უქულოდ ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

საქართველოს ევროპის შესარჩევ ტურნირზე დარჩენილი 3 მატჩი შინ, ელოდება.
ჩვენი გოგონები ისრაელს, მალტას და ბოსნია& ჰერცოგოვინას უმასპინძლებენ.

ისრაელი 4:0 საქართველო
13′ ელინავი (1-0), 62′ ფალკონი პენ. (2-0), 80′ ავადი (3-0), 90′ სუთიძე ა.გ. (4-0)

საქართველო: სუხაშვილი, ქადაგიშვილი, სუთიძე, ტატუაშვილი, კალანდაძე (46’ჩხარტიშვილი), ჭიჭინაძე (74′ ჩემინავა), პასიკაშვილი, ნათია დანელია, თოდაძე, ბაქრაძე, ჭყონია (85′ მარიამ დანელია)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი