მთავარი მთავარი ,,ლაიფციგმა” ისტორია დაწერა – გერმანული კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშია

,,ლაიფციგმა” ისტორია დაწერა – გერმანული კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშია

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური სერიის განმეორებით მატჩში გერმანულმა ,,ლაიფციგმა” ლონდონის ,,ტოტენჰემი” 3:0 გაანადგურა და არსებობის ისტორიაში პირველად 1/4 ფინალის საგზური დაისაკუთრა.

ლაიფციგის, ,,რედ ბულ არენაზე” გამართულ მატჩში დუბლი მასპინძელთა კაპიტანმა ავტრიელმა მარსელ ზაბიცერმა შეასრულა.

ზაბიცერმა გოლები მე-10 და 21-ე წუთებზე გაიტანა.
კაპიტანის გოლების შემდეგ ფაქტობრივად, ორრაუნდიანი ბრძოლის ბედი გადაწყდა, რადგანაც გერმანულ კლუბს გამარჯვება ლონდონშიც ჰქონდათ მოპოვებული.

,,ლაიფციგმა” ბრიტანეთის დედაქალაქში 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმში ისე, როგორც მთლიანად მატჩში ჟოზე მაურინიოს შეგორდებს არაფერი გამოუვიდათ და ტურნირის მოქმედი ვიცეჩემპიონები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებას დაემშვიდობნენ.

87-ე შვედმა ემილ ფორბერგმა ,,მამლების” საცოდავობას წერტილი დაუსვა. სკანდინავიელი ფეხბურთელი გოლის მომენტში მოედანზე რამდენიმე წამის შესული იყო.

საბოლოოდ, ,,ლაიფციგმა” 3:0 მოიგო. გერმანულმა კლუბმა 1/4 ფინალში გააღწია და დებიუტანტის რანგში მყოფი გუნდი სენსაციების მოწყობას იქაც შეეცდება.

,,ლაიპციგი” (გერმანია) 3:0 ,,ტოტენჰემი” (ინგლისი)
10′ 22′ ზაბიცერი (1-0, 2-0), 87′ ფორსბერგი (3-0)

,,ლაიპციგი”: გულაში, კლოშტერმანი, უპამეკანო, ჰალშტენბერგი, მუკიელე (55′ ადამსი), ლაიმერი, ზაბიცერი (86′ ფორსბერგი), ანგელინო, ვერნერი, სჩიკი, ნკუნკუ (59′ ჰაიდარა)
მთავარი მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

,,ტოტენჰემი”: ლორისი, ურიე (90+1′ უოლკოტი), ალდერვეირელდი, ტანგანგა, სესენონი, დაიერი ლამელა, ლე სელსო (80′ ფერნანდესი), ლუკას მოურა, ალი
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მაურინიო

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი