მთავარი მთავარი გოლების წვიმა ვალენსიაში, ილიჩიჩის პოკერი  – ,,ატალანტა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა

გოლების წვიმა ვალენსიაში, ილიჩიჩის პოკერი  – ,,ატალანტა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

იტალიური კლუბი ბერგამოს ,,ატალანტა” ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ითამაშებს.

1/8 ფინალური სერიის პირველ მატჩში დიდი ანგარიშით 4:1 გამარჯვების შემდეგ, აპენინურმა კლუბმა თავი არც ესპანეთში შეირხვინა და ,,ვალენსიასთან” უხვგოლიან ორთაბრძოლაში გამარჯვება იზეიმა.

გუნდებმა ჯამში 7 გოლი გაიტანეს.
,,ატალანტამ” მეტოქეს  4-3 სძლია.
ორივე კლუბმა შესანიშნავად ითამაშა და ტელევიზორთან მყოფ გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება მიანიჭა.
აი სტადიონზე კი ქომაგები შეხვედრას კორონავირუსის გამო ვერ დაესწრნენ.

,,მესტალიაზე” გამართულ შეხვედრაში ,,ატალანტას” ფეხბურთელებმა პენალტის დარტყმის უფლება სწრაფადვე მოიპოვეს.
მე-3 წუთზე ბურთთან სლოვენიელი იოსიპ ილიჩიჩი მივიდა. მან თავისი შანსი გამოიყენა.

21-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს.
გოლი ფრანგმა ფორვარდმა კევინ გამეირომ გაიტანა.

,,ატალანტამ” ტაიმი 2:1 მოიგო.
41-ე წუთზე მათ სასარგებლოდ,  კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა.
იოსიპ ილიჩიჩმა მეორე ცდაზეც იხეირა. სლოვენიელის დარტყმული ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაეხვა.

,,ვალენსიამ” გაიბრძოლა და 51-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა.
შეხვედრაში დუბლი კევინ გამეირომ შეასრულა. ფრანგს საგოლე პასი ფერან ტორესმა გაუკეთა.

თავად ტორესმა 67-ე წუთზე ,,ღამურები” დააწინაურა.

დარჩენილ დროში იოსიპ ილიჩიჩმა, კიდევ ორი გოლი გაიტანა და პოკერი გაიფორმა.

სლოვენიელმა ფორვარდმა მოწინააღმდეგის კარი 71-ე და 82-ე წუთებზე დალაშქრა.

,,ატალანტამ” ესპანურ გუნდში ორი მატჩის ჯამში 9:4 სძლია.

,,ვალენსია” (ესპანეთი) 3:4 ,,ატალანტა” (იტალია)
3′ ილიჩიჩი პენ. (0-1), 21′ გამეირო (1-1), 41′ ილიჩიჩი პენ. (1-2), 51′ გამეირო (2-2), 67′ ტორესი (3-2), 61′ 82′ ილიჩიჩი (3-3, 3-4)

,,ვალენსია”: კილესენი, გაია, დიახაბი (46‘ გუედესი), კოქუელინი (74′ ჩერიშევი), ვასი, ტორესი, პარეხო, კონდობია, სოლერი, როდროგო (79′ ფლორენცი), გამეირო
მთავარი მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

,,ატალანტა”: სპორტიელო, პალომინო, კალდარა, ჯიმშიტი, ჰატებოერი,  დე რუნი (44′ ზაპატა), ფრეულერი, გოსენსი, პაშალიჩი (83′ ტამეზე), ილიჩიჩი, გომესი (78′ მალინოვსკი)
მთავარი მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი