მთავარი მთავარი ჩემპიონთა ლიგა: დაძაბული 1/8 ფინალების მოლოდინში

ჩემპიონთა ლიგა: დაძაბული 1/8 ფინალების მოლოდინში

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ორი 1/8 ფინალური მატჩი გაიმართება.

პირველი შეხვედრების შემდეგ განსაკუთრებული უპირატესობა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა.
ასე, რომ დღევანდელი შეხვედრები დაძაბული და საინტერესო იქნება.

მოქმედი ჩემპიონი ,,ლივერპული” საკუთარ ,,ენფილდის” სტადიონზე მადრიდის ,,ატლეტიკოს” მიიღებს და ერთბურთიანი უპირატესობის ამოფხვრას შეეცდება.

მადრიდელებმა შინ, კლოპის ბიჭებს 1:0 სძლიეს.

,,ლივერპული” დიეგო სიმეონეს გუნდთან მატჩს დანაკლისით ხვდება.
მერსესაიდელებს ბრაზილიელი მეკარე ალისონი არ ეყოლებათ. მათ ასევე ნათანიელ კლეინიც დააკლდებათ.

,,ატლეტიკო” კი ბილტომანთა ქალაქში საბრძოლო შემადგენლობით ჩავიდა.

ამ გუნდების პირველი დაპირისპირების შემდეგ ,,ლივერპულმა” 4 შეხვედრა ჩაატარა. აქედან, ორ მატჩში დამარცხდა, ხოლო ორი კი მოიგო.

,,წითლებმა” ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე ,,ბორნმუთს” 2:1 სძლიეს.
გოლები ავტორები აფრიკელი ფეხბურთელები ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი და სენეგალელი სადიო მანე გახდნენ.
იურგენ კლოპის ბიჭები პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობენ.

,,ატლეტიკომ” კი ,,ლივერპულის” დამარცხების შემდეგ ერთი მატჩი მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
ბოლოს მადრიდელებმა ,,სევილიასთან” 2:2 ითამაშეს.
გოლები ანდალუსიელთა კარში ალვარო მორატამ და პორტუგალიელმა ჟოაო ფელიქსმა გაიტანეს.

,,ლივერპულისთვის” ,,ატლეტიკო” უხერხული მეტოქეა. მათი 7  დაპირისპირებიდან, ინგლისურმა კლუბმა მხოლოდ ერთხელ მოიგო.
ესპანელებმა კი 3 მატჩში გაიმარჯვეს.  3 შემთხვევაში კი გუნდები ერთმანეთს საყაიმო ანგარიშით დაშორდნენ.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:

,,ლივერპული” (ინგლისი ) :. ,,ატლეტიკო” (მადრიდი)

,,ლივერპული”: ადრიანი, ალექსანდ-არლონდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, ჰენდერსონი,
ფაბინიო, ვიინალდუმი, სალაჰი, ფირმინო, მანე
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

,,ატლეტიკო”: ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ფელიპე, რენან ლოდი, საულ ნიგესი, პარტეი, კოკე, ვიტოლო, ჟოაო ფელიქსი, კორეა
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

დრამატული მატჩის მოლოდინში ვართ საფრანგეთში გასამართ მატჩშიც, სადაც ერთმანეთის პირისპირ ,,პსჟ” და დორტმუნდის ,,ბორუსია” წარსდგებიან.

პარიზის, ,,პარკ დე ფრენსის” სტადიონზე მასპინძლებს გერმანიაში წაგებული 1:2 გაბათილება მოუწევთ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპეს გაურკვეველი ვირუსი შეეყარა და შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებსო, თუმცა საბედნიეროდ, ეს ამბავი ჭორი აღმოჩნდა და პარიზელთა ვარსკვლავი მოედანზე იქნება.

პარიზელთა ლაზარეთში ესპანელი ანდერ ერერა, ბელგიელი ტომას მუნიე და იტალიელი მარკო ვერატი იმყოფებიან.
საეჭვოა, ასევე ბრაზილიელი ტიაგო სილვასა და ფრანგი კოლინ დაგბას თამაშიც.

,,პსჟ” დორტმუნდთან პირველი მატჩის შემდეგ მიჯრით 3 შეხვედრა მოიგო.
ბოლოს ფრანგულმა კლუბმა ,,ლიონი” თასზე 5:1 გაანადგურა.

,,დორტმუნდი” სიყვარულის ქალაქში მარკო როისისა და დანიელი ტომას დელენეის გარეშე ჩავიდა.
ორივე ეს ფეხბურთელი იარებს იშუშებს და თამაშს ამის გამო, ვერ ახერხებს.
,,ბორუსიამ” ,,პსჟ” დამარცხების მერე, მათ გზას ,,ვერდერი”, ,,ფრაიბურგი” და ,,მიოხენგლადბახი” გაუყენა.

,,გლადბახთან” ,,დორტმუნდმა” 2:1 გაიმარჯვა. იმ მატჩში გოლები ბელგიელმა ტორგან აზარმა და მაროკოელმა აჩრაფ ჰაკიმმა გაიტანეს.

ეს გუნდები ერთმანეთს 3-ჯერ არიან შეხვედრილნი.
2 მატჩი ფრედ დათავრდა, ხოლო ერთხელ წარმატებას ,,დორტმუნდმა” უწია.

ესეც გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:

,,პსჟ” (საფრანგეთი) : ,,დორტმუნდი” (გერმანია)

,,პსჟ”: ნავასი, ტიაგო სილვა, მარკინოსი,  კიმპემბე, კურზავა, გუეი, დი მარია, ნეიმარი, კავანი, მბაპე
მთავარი მწვრთნელი: ტომას ტუხელი

,დორტმუნდი”: ბურკი, ზაგადო, ჰუმელსი, პიშჩეკი, ჰაკიმი, ჩანი, ვიტცელი, გერერო, სანჩო, ჰაალანდი, ბრანდტი
მთავარი მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ორივე განმეორებითი მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი