მთავარი კალათბურთი გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა

გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალური სერიის მე-2 მატჩები გაიმართა.

1/4 ფინალში გასასვლელად საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი იბრძოდა.

შერმადინმა ბელგიური ,,ოოსტენდეს” წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე MVP გახდა.

ქართველი კალათბურთელი ,,ტენერიფეს”. სასტარტო ხუთეულში იყო და პარკერზე 19:59 წუთი გაატარა.
ამ დროის განმავლობაში შერმადინმა 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18-ს უწია. ეს კი ოროვე გუნდში საუკეთესო მაჩვებებელი იყო.

შერმადინის კარგმა თამაშმა ,,ტენერიფეს” ვერ უშველა.
ესპანურმა კლუბმა 69:75 წააგო.

1/4 ფინალისტის ბედი 18 მარტს, კანარის კუნძულებზე გაირკვევა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი