მთავარი კალათბურთი ტად მაკფადენის ,,სან პაბლო ბურგოსი” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა

ტად მაკფადენის ,,სან პაბლო ბურგოსი” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ტად მაკფადენი იასპარეზებს.

მაკფადენის გუნდმა ,,სან პაბლო ბურგოსმა” იტალიური ,,სასარი” მეორეჯერაც დაამარცხა და 1/8 ფინალური  სერია 2:0 მოიგო.

ესპანეურმა კლუბმა მეტოქეს 15-ქულიანი სხვაობით 95:80 სძლია.

ტად მაკფადენმა 22:12 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 10 ქულით, 2 მოხსნითა და 6 პასით შეეწია.

,,სან პაბლო ბურგოსი” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში სერბულ ,,პარტიზანისა” და ისრაელის კლუბ იერუსალიმის ,,ჰაპიელის” წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ,,ჰაპოელმა” 91:78 მოიგო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი