მთავარი მთავარი ქართველმა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა “საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში” 41 მედალი მოიპოვეს

ქართველმა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა “საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში” 41 მედალი მოიპოვეს

9 ნახვა

დიდი წარმატებით იასპარეზეს ქართველმა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა კალიფორნიაში გამართულ “საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში”. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პარასპორტის 8 სახეობაში მიიღეს მონაწილეობა და ჯამში 41 მედალი მოიპოვეს.

ჩვენებურებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლსა და 1 ბრინჯაოს ტრენაჟორზე ნიჩბოსნობაში უწიეს, ველოსპორტში 4 ოქროს და 1-1 ვერცხლ-ბრინჯაოს, ხოლო ბირთვის სროლაში 2 ოქროს და ასევე 1-1 ვერცხლ-ბრინჯაოს.

ასევე წარმატებით გაისარჯა მჯდომარე ფრენბურთის გუნდი და არავის დაანება ჩემპონობა.

2 ოქრო და 3 ვერცხლი გვერგო ხვადასხვა დისტანციაზე სირბილში.

1-1 ოქრო-ვერცხლი და 2 ბრინჯაო იყო ჩვენი სამხედროების მონაგარი სროლაში, ცურვაში და ძალოსნობაში – ოქრო და ბრინჯაო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი