მთავარი მთავარი ,,ჩვენ არ ვაპირებთ საკუთარი ჯანმრთელობით გარისკვას” – ,,ხეტაფე” მილანში თამაშს არ აპირებს

,,ჩვენ არ ვაპირებთ საკუთარი ჯანმრთელობით გარისკვას” – ,,ხეტაფე” მილანში თამაშს არ აპირებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

ესპანური „ხეტაფეს“ პრეზიდენტი ანხელ ტორესი აცხადებს, რომ მისი კლუბი ევროპა ლიგის 1/4 ფონალის პირველი მატჩის ჩასატარებლად მილანში ჩასვლას არ აპირებს. მან ამის შესახებ განცხადება კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

ესპანური გუნდის ხელმძღვანელმა უეფას ოფიციალური წერილი მისწერა, სადაც იტალიაში საგრძნობლად მომატებული კორონავირუსის შემთხვევების გამო, მატჩის ნეიტრალურ სტადიონზე გადატანას სთხოვს.

თუ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩის გადატანას არ დათანხმდა, მაშინ ,,ხეტაფეს” ფეხბურთელები შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

,,ინტერისა” და ,,ხეტაფეს” შეხვედრა მილანში, ,,ჯუზეპე მეაცას” სტადიონის ცარიელ ტრიბუნების წინ 12 მარტს, უნდა გაიმართოს.
ასე, რომ უეფას გადაწყვეტილების მიღება უახლოეს საათებში მოუწევს.

აი რას წერს ,,ხეტაფეს” პრეზიდენტი:
ანხელ ტორესი: „კორონავირუსის საფრთხის გამო, ,,ინტერთან” სათამაშოდ, მილანში ჩასვლას არ ვაპირებთ. იტალიაში ვირუსით დაავადებულთა რიცხვი დღითიდღე მატულობს. სამწუხაროდ, არის ადამიანთა გარდაცვალების ფაქტებიც. ასეთ დროს ჩვენ არ ვაპირებთ საკუთარი ჯანმრთელობით გარისკვას.
უეფას მატჩის ჩასატარებლად ალტერნატიული ადგილის მონახვა ვთხოვეთ და იმედია, ჩვენ თხოვნას გაითვალისწინებენ. თუ არა შევეგუებით ამ წყვილში დამარცხებულად გამოცხადებას.
პრობლემები არ გვჭირდება. თითოეული ფეხბურთელისა და ადამიანის ჯანმრთელობა ჩვენთვის სპორტულ მიღწევებზე მნიშვნელოვანია” – აცხადებს ესპანური კლუბის პრეზიდენტი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი