მთავარი მთავარი ერთა ლიგის 1/2 ფინალში ჩრდილოეთ მაკედონია VS კოსოვოს მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

ერთა ლიგის 1/2 ფინალში ჩრდილოეთ მაკედონია VS კოსოვოს მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერმინისტრმა ოლივერ სპასოვსკიმ კორონავირუსის საფრთხის გამო ყველა სპორტული ღონისძიების ერთი თვით გულშემატკივრების გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული შეზღუდვა ერთა ლიგის 1/2 ფინალურ საფეხბურთო მატჩსაც შეეხება, რომელიც 26 მარტს, კოსოვოს წინააღმდეგ უნდა გაიმართოს.

ერთა ლიგის მეორე 1/2 ფინალში საქართველო ბელარუსს უნდა დაუპირისპირდეს. ამ შეხვედრაზე ყველა ბილეთი ერთი თვით ადრე გაიყიდა, თუმცა თბილისში, ,,დინამო არენაზე” გასამართი ორთაბრძოლაც შესაძლოა გულშემატკივრების გარეშე გაიმართოს.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 7 შემთხვევაა გამოვლენილი.
საბედნიეროდ, გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი