მთავარი მთავარი ოლიმპიადა 2022 წელს? ამ საკითხის აქტიურად განხილვას მალე დაიწყებენ

ოლიმპიადა 2022 წელს? ამ საკითხის აქტიურად განხილვას მალე დაიწყებენ

41 ნახვა

“ორი წლით გადადება უფრო რეალურია ვიდრე გაუქმება.  აქტიურად ამ თემის განხილვას აპრილში დავიწყებთ” – ეს სიტყვები ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ჰარიუკი ტაკაჰაშის ეკუთვნის.

მიზეზი ისევ და ისევ კორონავირუსია, რომლის გამოც, მსოფლიოს მაშტაბით, უკვე არაერთი სპორტული ღონისძიება ჩაიშალა თუ გადაიდო და როგორც ჩანს, არის შანსი, მათ რიგებში ოლიმპიური თამაშებიც ვიხილოთ. არადა სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალური პირები ირწმუნებოდნენ ოლიმპიადის არათუ ჩაშლა, გადადებაც კი არ განიხელებაო.

ტაკაჰაშის თქმით ოლიმპიური თამაშების გაუქმებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს დიდი პრობლემები შეექმნება, რადგან ტრანსლიერების ლიცენზიები უკვე გაყიდულია.

“ოლიმპიური თამაშების 2 წლით გადავადება ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მოჩანს. 2021 წელს ჩატარება არ გამოვა, რადგან სპორტული კალენდარი უკვე სრულადაა შედგენილი.არც წლის ბოლოს ჩატარება გამოდის – ამ დროს ამერიკაში როფესიონალურ სპორტის ლიგები იმართება. რაც შეეხება მაყურებლის გარეშე ჩატარებას, ეს ფინანსურად ძალიან დიდი ზარალის მომტანი იქნება” – განაცხადა ტაკაჰაშიმ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი