მთავარი მთავარი ,,დორტმუნდი” დამარცხებულია – ,,პსჟ” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა

,,დორტმუნდი” დამარცხებულია – ,,პსჟ” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
25 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში ,,პსჟ”-მ დორტმუნდის ,,ბორუსიას” 2:0 სძლია და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

ამ გუნდების პირველი მატჩში გერმანიაში 2:1 იყო დასრულებული.

საფრანგეთის დედაქალაქის სტადიონ ,,პარკ დე ფრენსზე” დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა.

პარიზელებმა შეხვედრის პირველ ნახევარში 2 გოლი გაიტანეს.

28-ე წუთზე სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების გათამაშებული კომბინაციის შემდეგ არგენტინელ დი მარიას პასით გოლი ბრაზილიელმა ნეიმარმა გაიტანა.

პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ,,დორტმუნდს” გოლი გასახდელში გაატანეს.

გოლი ესპანელმა ფეხბურთელებმა შექმნეს. პაბლო სარაბიას გადაცემით ხუან ბერნატმა იხეირა.

მეორე ნახევარში დორმუნდელები ბევრს ეცადნენ, თუმცა მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს.

მატჩის მიწურულს ,,ბორუსია” კაცნაკლული დარჩა.
89-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ემრე ჩანი გააძევა.

,,პსჟ”-მ 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის თასის მოსაპოვებლად ბრძოლას აგრძელებს.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი
განმეორებითი მატჩი
პარიზი, ,,პარკ დე ფრენსი”

,,პსჟ” (საფრანგეთი) 2:0 ,,დორტმუნდი” (გერმანია)
28′ ნეიმარი (1-0), 45+1′ ვერნატი (2-0)
გაძევება: 89′ ჩანი (,,დორტმუნდი”)

,,პსჟ”: ნავასი, კერერი, მარტინოსი, კიმპენბე, ბერნატი, დი მარია (79’კურზავა) პარედესი (90+2′ კუასი), გუეი, ნეიმარი, სარაბია (63′ მბაპე), კავანი
მთავარი მწვრთნელი: ტომას ტუხელი

,,დორტმუნდი”: ბურკი, პიშჩეკი, ჰუმელსი, ზაგადუ, ჰაკიმი (87′ გიოტცე), ჩანი, ვიტსელი (71′ რეინა), გერერო, სანჩო, აზარი (68′ ბრანდტი), ჰაალანდი
მთავარი მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი