მთავარი მთავარი ბრავო ,,ატლეტიკო”! – მოქმედი ჩემპიონი ,,ლივერპული” ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

ბრავო ,,ატლეტიკო”! – მოქმედი ჩემპიონი ,,ლივერპული” ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულის ,,ენფილდის” სტადიონზე დიდი დრამატული ბრძოლა შედგა.

მოქმედი ჩემპიონის ,,ლივერპულისა” და მადრიდის ,,ატლეტიკოს” 1/8 ფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრის 90 წუთმა ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ვერ გამოავლინა და 1/4 ფინალისტის გასარკვევად დამატებითი ორი ტაიმი გახდა საჭირო.

,,ატლეტიკოს” შინ, 1:0 ჰქონდა მოგებული და ინგლისსაც, ამ უპირატესობით ეწვია.

,,ენფილდზე” კი დიდი უპირატესობის მიუხედავად, ,,ლივერპულმა” ძირითად დროში 1:0 მოგების მეტი ვერ მოახერხა.

ეს ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე ნიდერლანდელმა ჯორჯინიო ვიინალდუმმა გაიტანა. ბენელუქსელმა ფეხბურთელმა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავით გადაგზავნა.

ოვერტაიმში თავდაპირველად ,,ბიტლომანთა ქალაქის” გუნდი დაწინაურდა.
94-ე წუთზე ბრაზილიელმა რობერტო ფირმინომ იხეირა.

დიეგო სიმეონეს შეგირდებმა სასწაულის მოხდენა შეძლეს და პირველ დამატებით ტაიმში ,,ლივერპულის” კარი ორჯერ დალაშქრეს.

97-ე წუთზე მერსესაიდელთა ესპანელი მეკარის ადრიანის შეცდომით, რომელმაც ბურთი თავის თანაგუნდელების ნაცვლად მეტოქეს მიაწოდა, ,,ატლეტიკომ” ისარგებლა და ორი მატჩის ჯამში წინ გავიდა.
გოლი შეცვლაზე შესულმა მარკოს ლორენტემ გაიტანა.

105-ე წუთზე ლორენტემ ალვარო მორატას პასით დუბლი შეასრულა.

დარჩენილ დროში ,,ლივერპულს” ორი გოლის გატანა სჭირდებოდა, თუმცა ჩემპიონის რანგში მოთამაშე ინგლისურმა კლუბმა მადრიდელთა წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს დაემშვიდობა.

შეხვედრის მიწურულს ,,ატლეტიკომ” მასპინძლებს მესამე გოლიც გაუტანა.
თავი ალვარო მორატამ გამოიჩინს და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მადრიდის ,,ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი
განმეორებითი მატჩი
ლივერპული, ,,ენფილდი”

,,ლივერპული” (ინგლისი) 2:3 დ.დ. ,,ატლეტიკო” (ესპანეთი)
43′ ვიინალდუმი (1-0), 94′ ფირმინო (2:0), 97′ 105′ ლორენტე (2-1, 2-2), 120+1′ მორატა (2:3)

,,ლივერპული“: ადრიანი, ექსანდრ-არლონდი, გონესი, დან დეიკი, რობერტსონი, ჰენდენსონი.(106′ ფაბინიო), ვიინალდუმი (106′ ორიჯი), ოქსეი-ჩემბერლენი (82′ მილნერი), სალაჰი, მანე, ფირმინო (113′ მინამინო)
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

,,ატლეტიკო“: ობლაკი, ტრიპიერი (91′ ვრსალკო), სავიჩი, ფელიპე, რენან ლოდი, კოკე, საულ ნიგესი, ტომასი, კორეა (106′ ხიმენესი) ჟოაო ფელიქსი (103′ მორატა), დიეგო კოშტა
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე (56′ ლორენტე)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი