მთავარი მსოფლიოიტალია ტურინის ,,იუვენტუსის” ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ტურინის ,,იუვენტუსის” ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

ტურინის ,,იუვენტუსის” ფეხბურთელს დანიელე რუგანის კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის ჩემპიონის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუგანის ავადმყოფობის პროცესი
დღეისთვის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

,,იუვენტუსის” კლუბში ექიმები გამოკვლევას ატარებენ და ყველა იმ ადამიანს, ვისაც დანიელე რუგანისთან კონტაქტი ჰქონდა, საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.

იტალიაში კორონავირუსის გამო სერია ა-ს მატჩები შეჩერებულია. ჩემპიონატის განახლების შესახებ 3 აპრილს იმსჯელებენ.

ვერაგული დაავადების გამო ევროპა ლიგის ორი შეხვედრა იტალიური გუნდების მონაწილეობით გადადებულია.

დღეს, ,,ინტერი” – ,,ხეტაფე” და ,,სევილია” – ,,რომა” შეხვედრები არ გაიმართება.

იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 12 462 შემთხვევაა გამოვლენილი.
ამ დაავადებისგან 827 ადამიანია
გარდაცვლილი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი