მთავარი მსოფლიოიტალია ,,იუვენტუსისა” და ,,ინტერის” გუნდების სრული შემადგენლობა კარანტინში გადაიყვანეს

,,იუვენტუსისა” და ,,ინტერის” გუნდების სრული შემადგენლობა კარანტინში გადაიყვანეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

ტურინის ,,იუვენტუსისა” და მილანის ,,ინტერის” გუნდის ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ორკვირიან საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

მათი იზოლირება მას შემდეგ გახდა საჭირო, როდესაც ,,იუვენტუსის” ფეხბურთელ დანიელე რუგანის კორონავირუსი აღმოაჩნდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ,,იუვენტუსისა” და ,,ინტერის” გუნდები სერია ა-ს მატჩში ერთმანეთს კვირას, 8 მარტს, დაუპირისპირდნენ.

იმ შეხვედრაში რუგანის მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იყო და სხვა ადამიანებთან კონტაქტი ჰქონდა.

იტალიაში კორონავირუსით დღითიდღე უფროდაუფრო მეტი ადამიანი ავადდება.
აპენინებზე ამ დროისთვის დაავადების 12 462 შემთხვევაა გამოვლენილი.
827 ადამიანი კი კორონავირუსს შეეწირა.

იტალიის სერია ა-ს მატჩები შეჩერებულია.
ასევე არ გაიმართება ევროპა ლიგის მატჩი, სადაც ,,ინტერი” ესპანურ ,,ხეტაფეს” უნდა შეხვედროდა.

ამ ამბის დადასტურების შემდეგ ტურინის ,,იუვენტუსის” ჩემპიონთა ლიგაზე გააამართი მატჩიც გადაიდება.
,,ბებერი ქალბატონს” 18 მარტს, სტუმრად, ,,ლიონსთან” უნდა ეთამაშა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი