მთავარი მთავარი კრისტიანუ რონალდუ კარანტინში იმყოფება

კრისტიანუ რონალდუ კარანტინში იმყოფება

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრისტიანუ რონალდუ მშობლიურ მადეირაში კარანტინში იმყოფება.

რონალდუს კარანტინში გადაყვანა მას შემდეგ გახდა საჭირო, როდესაც მის თანაგუნდელ დანიელე რუგანის
კორონავირუსი აღმოაჩნდა.

,,იუვენტუსისა” და ,,ინტერის” კვირას გამართული მატჩის დასრულებისთანავე რონალდუ პორტუგალიაში დედის სანახავად წავიდა, რომელმაც მცირე ხნის წინ ინსულტი გადაიტანა.

„ინტერთან“ მატჩში კორონავირუსის დაინფიცირებულ დანიელე რუგანის არ უთამაშია. იგი გუნდის სათადარიგო სკამზე იყო, თუმცა  „იუვენტუსის“ გასახდელში  იმყოფებოდა და
მატჩის შემდეგ გუნდური ფოტოც გადაიღო.

კრისტიანუ რონალდუ კარანტინში ორი კვირა დარჩება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი