მთავარი მთავარი ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური თამაშების გადატანას ან გაუქმებას არ განიხილავს

ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური თამაშების გადატანას ან გაუქმებას არ განიხილავს

25 ნახვა

ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ჰარიუკი ტაკაჰაშის გუშინდელ განცხადებას – “ოლიმპიური თამაშების გადადების საკითხს აქტიურად აპრილში დავიწყებთ” ამავე საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი იოშირო მორი გამოხმაურა და კატეგორიულად უარყო.

“ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური თამაშების გადატანას ან გაუქმებას არ განიხილავს. ჩვენი უმთავრესი ამოცანა უსაფრთხო თამაშების ჩატარებისკენ სწრაფვაა. ამიტომაც გეგმების შეცვლაზე სულაც არ ვფიქრობთ” – განაცხადა მორიმ.

რაც შეეხება ტაკაჰასის განცხადებას, მორის თქმით მან მხოლოდ თავისი მოსაზრება გამოთქვა ჰიპოტეტურ შეკითხვაზე.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი