მთავარი მთავარი იოკოძუნების წარმატებული დღე ჰარუ ბაშოზე

იოკოძუნების წარმატებული დღე ჰარუ ბაშოზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

სუმოს სამშობლოში მიმდინარე წლის ნე-2 სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე მე-5 დღის ორთაბრძოლები გაიმართა

ლეგენდარულმა მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ მარტის ბაშოზე მიჯრით მე-5 გამარჯვება მოიპოვა.

,,თეთრმა ფენიქსმა” დღის დასკვნით ბრძოლაში მე-2 მაეგაშირა ტოკუშორიუ შიტატენაგეთი დაამარცხა.

ჰაკუჰო ჰარუ ბაშოზე ჯერჯერობით დაუმარცხებელია.

ბაშოს წაგების გარეშე ატარებს ოძეკის წოდებისთვის მებრძოლი სეკივაკე ასანოიამა. მას დღეს გამარჯვება ტაკაიასუს ფუზენის გამო უბრძოლველად ჩაეთვალა.

ექს-ოძეკმა ტაკაიასუმ იოკოძუნა კალურიოსთან დაპირისპირებაში ტრავმა მიიღო და ტურნირს გამოეთიშა.

წარმატებული დღე გამოდგა იოკოძუნა კაკურიუსთვისაც. მონღოლმა რიკიშიმ მე-3 მაეგაშირა იუტაკაიამას ოშიდაშით სძლია.

ოძეკი ტაკაკეშო მე-3 მაეგაშირა მიტაკეუმისთან ვერაფერს გახდა.
ექს-სეკივაკემ ტაკაკეიშო დოჰიოდან იორიკირით გადადგა და ზედიზედ მე-5 გამარჯვება გაიფორმა.

5 დღის შემდეგ ჰარუ ბაშოზე წაუგებლად მე-13 მაეგაშირა ბულგარელი აოიამა, სეკივაკე ასანოიამა, მე-3 მაეგაშირა მიტაკეუმი და 43-გზის ჩემპიონი იოკოძუნა ჰაკუჰო ლიდერობენ.

ხვალ, ჰაკუჰო მორიგ გამარჯვებას
მე-3 მაეგაშირა იატაკაიამასთან შეეცდება.

იოკოძუნა ჰაკუჰოს მოწინააღმდეგე მე-2 მაეგაშირა ტოკუშორიუ იქნება.

ოძეკი ტაკაკეიშო ძალებს მე-4 მაეგაშირა ენდოსთან მოსინჯავს.

ოძეკობის გზაზე შემდგარი ასანოიამა ძალებს მე-3 მაეგაშირა მიტაკეუმისთან მოსინჯავს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი