მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი საქართველო VS რუსეთის მატჩზე მედია არ დაიშვება

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედია საშუალებები 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩზე არ დაიშვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა კორონავირუსის საფრთხის გამო თბილისის ,,მიხეილ მესხის” სტადიონზე უმაყურებლოდ ჩატარდება.

მატჩის პირდაპირი  ტრანსლიაციის ხილვა  ტელეკომპანის ,,იმედის” ეთერში,  ,,რაგბი TV-ზე” და www.rugbyeurope.tv-ს შეგიძლიათ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი