მთავარი საქართველოდიდი ათი საქართველოში რაგბის ჩემპიონატებიც შეწყდა

საქართველოში რაგბის ჩემპიონატებიც შეწყდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი ,,ლიდერბეთ დიდი 10″ და რაგბის სხვა სპორტული ღონისძიებები 13 მარტიდან 1 აპრილამდე შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

აი რა წერია რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე:

,,იმის გამო, რომ ქვეყანაში კორონავირუსის (COVID – 19) ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული საშიშროება შეიქმნა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ასევე პრემიერ მინისტრთან  მოქმედი უწყებათშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს  რეკომენდაციით, საქართველოს რაგბის კავშირმა შიდა სამედიცინო სამსახურთან ერთად იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება ა.წ. 13 მარტიდან 1 აპრილამდე შეაჩეროს რაგბის კავშირის ეგიდით მოქმედი ყველა შეჯიბრება, როგორც ჭაბუკთა ისე კაცთა გუნდების მონაწილეობით.

დამატებითი ინფორმაცია ჩემპიონატების გაგრძელების შესახებ გამოქვეყნდება მოგვიანებით.”
სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტი
12  მარტი 2020 წელი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი