მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი ,,ბორჯღალოსნები” მტერ-მეტოქე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ დაირაზმნენ

,,ბორჯღალოსნები” მტერ-მეტოქე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ დაირაზმნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

მტერ-მეტოქეების საქართველოსა და რუსეთი რაგბი
ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის მატჩისთვის ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს რუსი ,,დათვების” წინააღმდეგ მატჩს ჩემპიონის რანგში ხვდება.
,,ბორჯღალოსნებმა”  მე-12 ტიტული პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვეს.

ლაშა მალაღურაძე ,,ბორჯღალოსანთა” კვართს მეასედ მოირგებს და ცენტურიონი  გახდება.
იგი საქართველოს სარაგბო ისტორიაში მერაბ კვირიკაშვილის, დავით კაჭარავას და გიორგი ჩხაიძის შემდეგ მე-4 ცენტურიონი იქნება.

ერთი კვირის წინ „სტად ჟან ბუენზე“ პორტუგალიასთან ბონუსით მოგებული შეხვედრის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 8 ცვლილება განხორციელდა.

ეროვნულ გუნდს კაპიტანი მიხეილ ნარიაშვილი,  ნოდარ ჭეიშვილი, შალვა სუთიაშვილი,  მიხეილ გაჩეჩილაძე, აკაკი ტაბუცაძე, ვასილ ლობჟანიძე დაუბრუნდნენ.

ეროვნულ ნაკრებში ლეგენდარული დავით კაჭარავა 123-ე შეხვედრას ჩაატარებს.

1993 წლიდან დღემდე, ამ გუნდებმა ერთმანეთში 23-ჯერ ითამაშეს.

რუსეთმა ,,ბორჯღალოსნები” შორეულ 1993 წელს 15:9 დაამარცხეს. 2002 წელს კი გუნდები ფრეზე გაიყარნენ.

დანარჩენ 21 შემთხვევაში კი გამარჯვება საქართველოს დარჩა.

რუსეთი ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წელს, „მიხეილ მესხზე” 46:0 გავანადგურეთ.

მიმდინარე რაგბის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ოთხივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.

რუსებმა კი ორი მარცხის შემდეგ, შედეგები გამოასწორეს და ორი ბრძოლა მოიგეს.

საქართველოს ნაკრების რჩეულთა რაზმი ასეთია:
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2020. V ტური. 14 მარტი

თბილისი. მიხეილ მესხი. 16 საათი

საქართველო – რუსეთი

საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 9);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ), 5. შალვა სუთიაშვილი (ანგულემ), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), 8. მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე); 19. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 23. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს).

14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი თბილისში, ,,მიხეილ მესხის”  სტადიონზე კორონავირუსის საფრთხის გამო უმაყურებლოდ ჩატარდება.
შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 16:00 საათზე აიღებს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი