მთავარი მთავარი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი ივნისისთვის გადაიდო

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი ივნისისთვის გადაიდო

24 ნახვა

ევროპის ძიუდოს კავშირის და ჩეხეთის ძიუდოს ფედერაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 1-3 მაისს უნდა გამართულიყო, 19-21 ივნისისთვის გადაიდო. მიზეზი ისევ და ისევ კორონავრუსია.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა სერგეი სლოვეიჩკმა გააკეთა: “კორონავირუსმა ჩვენი, ევროპის ძიუდოს კავშირის და მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი სრულად შეცვალა. გვჯერა და გვწამს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილებები ყველასთვის მაქსიმალურად მისაღები იყოს.”

ტურნირის შესახებ უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი