მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი საქართველო VS რუსეთის მატჩი გადაიდო

რაგბის ევროპის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის გადაიდო. ეს ინფორმაცია ტურნირის ორგანიზატორებმა ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნეს.

ევროპის რაგბის კავშირმა კორონავირუსის გამო გადაწყვიტა შეაჩეროს ყველა მატჩი და ტურნირი, რომელიც 2020 წლის 13 მარტიდან, ამავე წლის 15 აპრილამდე უნდა გამართულიყო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება გადადებული შეხვედრები.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში მეთორმეტედ ერთი ტურით ადრე მოიგო და ტურნირის ჩემპიონის თასს ყველა ვარიანტში ჩაიბარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი