მთავარი მთავარი ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” ავსტრიაში გაილაღა

,,მანჩესტერ იუნაიტედმა” ავსტრიაში გაილაღა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

უეფას ევროპა ლიგის 1/8 ფინალური სერიის პირველ მატჩში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” სტუმრად, ავსტრიულ ,,ლასკი” 5:0 მოუგო და შემდეგი ეტაპის საგზური ფაქტობრივად, დაიბევა.

ქალაქ ლინცში გამართულ მატჩში ,,წითელმა ეშმაკებმა” ანგარიში 28-ე წუთზე გახსნეს.
მანჩესტერელთა ნიგერიელმა ფეხბურთელმა ოდიონ იგალომ ულამაზესი გოლი გაიტანა.

,,იუნაიტედმა” მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა და მასპინძლებს კიდევ 4 გოლი უსახსოვრა.

58-ე წუთზე სხვაობა ორამდე, უელსელმა დანიელ ჯეიმსმა გაზარდა. ამჯერად ოდიონ იგალო ასისტენტის როლში მოგვევლინა.

82-ე წუთზე ესპანელი ხუან მატა გამოირჩა. ბრაზილიელ ფრედის პასით პირინიელმა მეტოქის კარი მესამედ დალაშქრა.

მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში გოლები მეისონ გრინვუდმა და ბრაზილიელმს ანდრეას პერეირამ გაიტანეს.

საბოლოოდ, ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” 5:0 მოიგო და ევროპა ლიგის განმეორებითი მატჩი ფორმალობად აქცია.

,,ლასკი” (ავსტრია) 0:5 ,,მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი)
28′ იგალო (0-1), 58′ ჯეიმსი (0-2), 82′ მატა (0-3), 90+2′ გრინვუდი (0-4) 90+3′ პერეირა (0-5)

,,ბაშაქშეჰირი” (თურქეთი) 1:0 ,,კოპენჰაგენი” (დანია)
82′ ვისკა პენ.

,,აინტრახტი” (გერმანია) 0:3 ,,ბაზელი” (იტალია)
27′ კამპო (0-1), 73′ ბუა (0-2), 85′ ფრეი (0-3)

,,ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი) 1:1 ,,ვულვზი” (ინგლისი)
54′ ელ არაბი (1-0), 67′ ნეტო (1-1)
გაძევება: 29′ სემედო (,,ოლიმპიაკოსი”)

,,რეინჯერსი” (შოტლანდია) 1:3 ,,ლევერკუზენი” (გერმანია)
37′ ჰავერცი (0-1), 67′ არანგუისი (0-2), 75′ ედმუნდსონი (1-2), 88′ ბაილე (1-3)

,,ვოლფსბურგი” (გერმანია) 1:2 ,,შახტარი” (უკრაინა)
17′ მორაეში (0-1), 48′ ბრუკსი (1-1), 73′ ანტონიო (1-2)
გამოუყენელი პენალტები: 22′ კოვალენკო (,,შახტარი”), 45+2′ ვეგჰორსტი (,,ვოლფსბურგი” )

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი