მთავარი მსოფლიოინგლისი ,,არსენალის” მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდგინდა

,,არსენალის” მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდგინდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

ლონდონის ,,არსენალის” ესპანელ მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას ექიმებმა კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

,,მეთოფეების” თავკაცი მკურნალობას ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადის.

,,არსენალის” საწრთვნელი ცენტრი დაიხურა. ის ფეხბურთელები კი რომლებსაც მწრთვნელთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ, უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

პრემიერლიგაში ,,მანჩესტერ სიტისა” და ,,არსენალის” მატჩი გადაიდო და შესაბამისას, ლონდონელები მანჩესტერში არ ჩასულან.
ასე, რომ ,,არისტოკრატებს” კარანტინში გადაყვანა არ ემუქრებათ.

მიკელ არტეტა აცხადებს, რომ სამუშაოს მაშინვე დაუბრუნდება, როგორც კი გამოჯანმრთელდება და ამის უფლებას ექიმები მისცემენ.

დიდ ბრიტანეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 590 შემთხვევაა გამოვლენილი.
დაავადებას 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი