მთავარი მთავარი იოკოძუნა კაკურიუ დამარცხდა – იუკოძუნა ჰაკუჰომ გამარჯვება მოიპოვა

იოკოძუნა კაკურიუ დამარცხდა – იუკოძუნა ჰაკუჰომ გამარჯვება მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

იაპონიის ქალაქ ოსაკაში
წლის მე-2 სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე მე-6 დღის შეხვედერბი გაიმართა.

მარტის ბაშოზე წარმატებულ გამოსვლას ლეგენდარული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო აგრძლებს.
,,თეთრმა ფენიქსმა” მე-3 მაეგაშირს იაპონელი იატაკაიამა დოჰიოდან იორიკიროთ გაიყვანა.
ჰაკუჰოს 6 მოგებით ტურნირზე წაუგებლად ლიდერობს. მის გარდა ტურნირზე უდანაკარგოდ ბულგარელი რიკიში აოიამა ასპარეზობს.

მონღოლმა იოკოძუნა კაკურიუმ ბაშოზე მე-2 მარცხი იწვნია.
მან მე-2 მაეგაშირა იაპონელ  ტოკუშორიუსთან წააგო.
ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა მრისხანე მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გადადგა.
ამ დროისთვის კაკურიუს 4:2 ბალანსი გააჩნია.

მიმდინარე ბაშოზე პირველი ორთაბრძოლა დათმო ოძეკის წოდებისთვის მებრძოლმა ასანოამამ.
სეკივაკეს რანგში მყოფმა რიკიშიმ მე-3 მაეგაშირა მიტაკეუმისთან იორიკირით წააგო.

ოძეკი ტაკაკეიშომ ყველა მსუბუქწონიანი სუმიტორი ენჰო ცუკიდაშით დაამარცხა და თანაბარი ბალანსი 3:3 დააფიქსირა.

ხვალ, ჰაკუჰო მიჯრით მე-7 გამარჯვების მოპოვებას მე-3 მაეგაშირა მიტაკეუმისთან შეეცდება.

იოკოძუნა კაკურიუ ხასიათის გამოსწორებას მე-4 მაეგაშირა ენჰოსთან აპირებს.

ოძეკი ტაკაკეიშო მე-2 მაეგაშირა ტოჯუშოროუს შეერკინება.

ასანოიამა კი დოჰიოზე კომოსუბი ენდოს წინააღმდეგ დადგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი