მთავარი მთავარი ნანა ძაგნიძე: ,, გამარჯვებას  ვუძღვნი ექიმებს და  განსაკუთრებით ამირან გამყრელიძეს”

ნანა ძაგნიძე: ,, გამარჯვებას  ვუძღვნი ექიმებს და  განსაკუთრებით ამირან გამყრელიძეს”

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართული მსოფლიო გრან პრის მესამე ეტაპის გამარჯებული გახდა.

ქართველმა დიდოსტატმა ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირის მოგების შემდეგ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

ძაგნიძე გამარჯვებას კორონავირუსთან მებრძოლ ქართველ ექიმებს, განსაკუთრებით კი ამირან გამყრელიძეს  უძღვნის.

ნანა ძაგნიძე: „ლოზანაში გამართული გრან-პრის გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში
მსოფლიო პრობლემას ებრძვიან. განსაკუთრებით კი ადამიანს ადამიანთა შორის ბატონ ამირან გამყრელიძეს! რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა ჩემთვის მძიმე წუთებში.

სამი კვირის წინ ჩემმა ჩინელმა კოლეგებმა მთხოვეს, ჩამეწერა მათთვის გასამხნევებელი ვიდეო კოლაჟისათვის წარმატებული სპორტსმენების თანადგომისა. მათ შეძლეს წარმატება და იმედია ჩვენც ერთად გავიმარჯვებთ“ – წერს ნანა ძაგნიძე ფეისბუქის  გვერდზე.

ლოზანას გრან პრიზე ნანა ძაგნიძემ რუს ალექსანდრა გორიაჩკინასთან ერთად 7-7 ქულა მოიპოვა.
დამატებითი მაჩვენებლებით საუკეთესო ქართველი მოჭადრაკე გახდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი