მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბემ შალვა სუთიაშვილმა 36 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა.

,,ბორჯღალოსანთა” რიგებში სუთიაშვილის ნათლობა 2006 წელს მოხდა. ქართველმა მეორეხაზელმა ეროვნულ გუნდში 81 კეპი მოიხვეჭა. აქედან შალვა 15-ჯერ ნაკრებს კაპიტნის რანგში გაუძღვა.

ფრანგული ,,ანგულემის” მორაგბეს საქართველოს ნაკრების მაისურით კარიერაში 2 ლელო აქვს დადებული.

შალვა სუთიაშვილის ბოლო მატჩი ,,ბორჯღალოსანთა” რიგებში 14 მარტს, რუსეთის ნაკრებთან უნდა შემდგარიყო, თუმცა ორთაბრძოლა კორონავირუსის საფრთხის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

სუთიაშვილი საფრანგეთის პრო დ2-ის გუნდ ,,ანგულემში” ასპარებს. ქართველი მორაგბე საკლუბო კარიერის გაგრძელებას 2 წელი კიდევ აპირებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი