მთავარი მთავარი ფავორიტების წარმატებული დღე ჰარუ ბაშოზე

ფავორიტების წარმატებული დღე ჰარუ ბაშოზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე წლის მე-2 სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე მე-7 დღის ორთაბრძოლები შედგა.

ლეგენდარულმა იოკოძუნა ჰაკუჰომ მიჯრით მე-7 ორთაბრძოლა მოიგო და ტურნირზე წინ დაუმარცხებლად მიიწევს.

,,თეთრმა ფენიქსმა” მე-3 მაეგაშირა მიტაკეუმს ბაშოზე პირველი მარცხი აგემა.
43-გზის იმპერატორის თასის მფლობელმა მეტოქე ოშიდაშით დაამარცხა.

გამარჯვება მოიპოვა მეორე იოკოძუნა კაკურიუმაც. მან ყველაზე მსუბუქწონიან რიკიშის ენჰოს ოშიტაოშით სძლია.
კაკურიუს ამ დროისთვის ბალანსი 5:2 გააჩნია.

ოძეკი ტაკაკეიშომ მე-2 მაეგაშირა ტოკუშორიუსთან ცუკიოტოშით გაიმარჯვა და დადებით ბალანსზე გავიდა. მას 4 მოგება და 3 მარცხი აქვს.

ოძეკის წოდებისთვის მებრძოლმა ასანოიამამ კომოსუბი ენდოს კოტენაგეთი მოუგო.
სეკივაკე ასანოიამას 6 მოგება გააჩნია. თუ მან მიმდინარე ბაშოზე, კიდევ 6 შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა ოძეკი გახდება.

ხვალ, ჰაკუჰოს წინააღმდეგ ბრძოლა მე-3 მაეგაშირა აბის მოუწევს.

იოკოძუნა კაკურიუს წინაშე დოჰიოზე მე-3 მაეგაშირა მიტაკეუმი დადგება.

ოძეკი ტაკაკეიშო ძალებს კომოსუბი ჰოკუტოფუჯისთან მოსინჯავს.

სეკივაკე ასანოიამა მე-3 მაეგაშირა იატაკაიამას შეერკინება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი