მთავარი მთავარი ლეგენდარული ზიკო კარანტინში იმყოფება

ლეგენდარული ზიკო კარანტინში იმყოფება

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი და ამჟამად იაპონური კლუბის ,,კაშიმას” ტექნიკური დირექტორი ზიკო კორონავირუსის საფრთხის გამო კარანტინში გადაიყვანეს.

ზიკოს კონტაქტი ,,ფლამენგოს”
პრეზიდენტ მაურიციო გომეშ დე მატოსთან ჰქონდა, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ზიკო მაურიციო გომეშ დე მატოსთან ერთად, ერთ-ერთ საზოგადოებრივ ღონისძიებას დაესწრო.

გუნდის პრეზიდენტის გამო, ,,ფლამენგოს” მთელი შემადგენლობა საკარანტონო ზონაშია გადაყვანილი.

მედიკოსები ზიკოს კორონავირუსზე ტესტს 15 მარტს, ჩაუტარებენ და უარყოფითი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში შინ, თვითიზოლაციის პირობებში გაუშვებენ.

ბრაზილიაში კორონავირუსის 151 შემთხვევაა დაფიქსირებული.
საბედნიეროდ, ამ დროისთვის არცერთი ადამიანი არ არის გარდაცვლილი.

ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი არტურ ანტუნეშ კოიმბრა ზიკო 1953 წლის 3 მარტს რიო დე ჟანეიროში დაიბადა.

ფეხბურთზე 7 წლის ასაკში ,,ფლამენგოს” ბავშვთა აკადემიაში შევიდა.

1971 წელს ,,ფლამენგოს” ძირითადი გუნდის მაისური მოირგო და ამ კლუბში 12 წელი გაატარა.
ზიკო ,,ფლამენგოს” ლეგენდად იქცა. მან 212 შეხვედრაში 123 გოლი გაიტანა.
ბრაზილიელმა შემტევმა მშობლიურ კლუბთან ერთად 7-ჯერ კარიოკას ჩემპიონატი მოიგო.
3-ჯერ ბრაზილიის სერია ა-ს გამარჯვებული გახდა.
თითოჯერ კი ბრაზილიის, ლიბერტატორესის და მსოფლიოს საკლუბო თასი აღმართა.

30 წლის ასაკში ზიკომ იტალიას მიაშურა და ,,უდინეზეს” შემადგენლობაში ჩაირიცხა.
2 წლის შემდეგ კი ისევ ,,ფლამენგოს” დაუბრუნდა.

ზიკომ კარიერა იაპონიაში დაასრულა. ბრაზილიელი ,,კაშიმას” ღირსებას
1991-1994 წლებში იცავდა.

ზიკოს დებიუტი ბრაზილიის ნაკრებში 1976 წელს შედგა. იგი იმ დროისთვის 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონების რიგებში 10 წელი გამოდიოდა.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 94 შეხვედრაში მეტოქის კარი 68-ჯერ დალაშქრა.
ბრაზილიის ნაკრებთან ზიკომ დიდო ტურნირი ვერ მოიგო. იგი მხოლოდ 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა.

სამწვრთნელო კარიერის დროს კი ზიკო ერთმანეთის მიყოლებით იაპონურ ,,კაშიმას”, პლაჟის ფეხბურთის რიო დე ჟანეიროს კლუბს, იაპონიის ნაკრებს, თურქულ ,,ფენერბაჰჩეს”, უზბეკურ ,,ბუნიოდკორის”, მოსკოვის ,,ცსკას”, ბერძნულ ,,ოლიმპიაკოსს”, ერაყის ნაკრებს, ყატარულ ,,ალ გარაფას” და ინდოეთის გუნდ ,,გოას” ხელმძღვანელობდა.

სამწვრთნელო კარიერაში იაპონიის ნაკრების თავკაცობის ჟამს აზიის თასი აღმართა.
მის კოლექციაში თურქეთის სუპერლიგის ჩემპიონობა და სუპერთასი, უზბეკეთის თასი და ლიგის თასი, რუსეთის თასი და სუპერთასი მოიპოვება.

ზიკო 2018 წლიდან იაპონური კლუბის ,,კაშიმას” სპორტული დირექტორი გახლავთ.

ჯანმრთელობა ვუსურვოდ ლეგენდას!

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი